21:58 | 2020-05-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული – მარგველაშვილი მმართველ გუნდზე

ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული – მარგველაშვილი მმართველ გუნდზე

მმართველი ელიტა ვეღარ არსებობს, ვეღარც აყალიბებს თავის პოზიციას, უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 

მარგველაშვილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები არის ტყუილის შემცველი და აგრესიული.

 

„ყველა მათი ნათქვამი არის თავისმართლება, ყველა მათი განცხადება არის აგრესია. ყველა მათი განცხადება არის ტყუილის შემცველი.

 

ასე იყო 2003 წელს, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ შევარდნაძის ელიტა ვერავითარ კონტექსტში ვერ იმართლებდა თავს და ნათელი იყო, რომ საზოგადოებისთვის რაღაც ახალი უნდა მოსულიყო.

 

ასე იყო 2012 წელსაც. მე მირჩევნია, რომ 2003 და 2012 წლისგან განსხვავებულად მოხდეს ეს ყველაფერი.

 

ვერ ვიწუწუნებ, საჭმლის ფული ნამდვილად მაქვს - გიორგი მარგველაშვილი
2020-04-13ვერ ვიწუწუნებ, საჭმლის ფული ნამდვილად მაქვს - გიორგი მარგველაშვილი

 

ვგულისხმობ წასულებთან დამოკიდებულებას, საერთოდ საკუთარი ისტორიის მიმართ დამოკიდებულებას, მშენებლობის მიმართ დამოკიდებულებას პირველ რიგში.

 

როდესაც პოლიტიკოსს სცალია იმისთვის, რომ იყოს არა შემქმნელი, არამედ ისტორიის ანალიტიკოსი და მუდმივად გელაპარაკება წარსულზე და არ გიყვება არაფერს მომავალზე, როდესაც ამისთვის სცალია, ესეიგი მას იდეები არ გააჩნია და არ უნდა იყოს სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X