15:34 | 2020-05-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს! – რომელი სფეროა პრემიერისთვის პრიორიტეტი

ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს! – რომელი სფეროა პრემიერისთვის პრიორიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეკონომიკური აღდგენის პროცესი სწორედ ტურიზმიდან უნდა დაიწყოს და სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის განახლებით გაგრძელდეს.

 

„საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე ანგარიშით სხვათაშორის, ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე.

 

სამწუხაროდ დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, მთავრობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საკმაოდ მჭიდროდ მუშაობს.

 

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო“, – განაცხადა გიორგი გახარია.

 

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით თავის კორონავირუსისგან

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X