19:29 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია ან სპეკულაციაა – მაია ნიკოლეიშვილი

ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია ან სპეკულაციაა – მაია ნიკოლეიშვილი

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმაურება.

 

როგორც მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა.

 

„ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს. ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადეკვატურობა.

 

დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს! ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს- ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X