21:19 | 2021-05-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ყველა პოტენციური ეჭვმიტანილია, ვინც იმ დღეს ჩემი ფოტოები დადო ან სტატუსი და კომენტარი დაწერა – ხატია სიჭინავამ შსს-ს მიმართა

ყველა პოტენციური ეჭვმიტანილია, ვინც იმ დღეს ჩემი ფოტოები დადო ან სტატუსი და კომენტარი დაწერა – ხატია სიჭინავამ შსს-ს მიმართა

ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწყებული შეურაცმხყოფელი კამპანიისგან თავის და ოჯახის დასაცავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ამის შესახებ ის “პრაიმტაიმს” ესაუბრა.

 

“სოციალურ ქსელში 4 მაისს ჩემი ფოტოებით ფეიკ ანგარიში შეიქმნა, როცა სქრინები ვნახე, გვერდი დარეპორტებული იყო, ფოტოებს შეურაცხმყოფელი წარწერები ჰქონდა ჩემი და ჩემი შვილების მისამართით.

 

ჩემს შესახებ უარყოფით ხშირად ვაწყდები და ამ დრომდე რეაგირება არ მქონია, მაგრამ როდესაც გაბედეს და შეეხნენ ჩემს შვილებს, ეს აღარ დავტოვე, მივაკითხე შსს-ს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტს.

 

საქმე არასრულწლოვნებზე ძალადობის მუხლით აღიძრა, რადგან ძალადობის და მუქარის შემცველი წარწერები ჰქონდა ამ ფოტოებს. ვინც იმ დღეს, სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები დადო, ან სტატუსი და კომენტარი დაწერა, ყველა პოტენციური ეჭვმიტანილია. მე ვინმე ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ ადამიანზე ეჭვი არ მაქვს, უბრალოდ იმდენად გაბოროტებულია ხალხი, ძალიან რთულია ვინმეზე ეჭვის მიტანა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ამ ფოტოების “ავტორს”.

 

უკვე დროა, საქართველოში შეიქმნას პრეცედენტი, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც თავს ესხმის მეორე ადამიანს და უნდა გაიგონ, რომ სოციალური სივრცე თავისია და გამოიყენოს თავისთვის და არა – ბულინგისთვის.” – ამბობს ხატია სიჭინავა.

 

ნახეთ ვიდეო

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X