14:35 | 2021-09-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყველა პროდიუსერს თავს ვაწონებდი… აი, როგორც იქნა, დადგა ეს დღე” – ნუკი კოშკელიშვილმა ოცნება აისრულა

“ყველა პროდიუსერს თავს ვაწონებდი… აი, როგორც იქნა, დადგა ეს დღე” – ნუკი კოშკელიშვილმა ოცნება აისრულა

მეგაპროექტ “ნიჭიერის” წამყვანის პოზიციაზე შეთავაზება რომ მიიღო, სიხარულისგან კივილი დაუწყია. როგორც გვეუბნება, ყოველთვის სურდა ამ პროქტში მონაწილეობა.

 

ბედნიერია, რომ “ნიჭიერს” გიორგი ბახუტაშვილთან ერთად წაიყვანს.

 

ნუკი კოშკელიშვილი: – 14 წელია ტელევიზიაში ვარ და დედას ვფიცავარ, “ნიჭიერზე” მუშაობა ყოველთვის ოცნებად მქონდა. ყველა პროდიუსერს წრეს ვარტყამდი და თავს ვაწონებდი, შემომხედეთ, მეც კარგი გოგო ვარ-მეთქი. და აი, როგორც იქნა, დადგა ეს დღე და ძალიან მიხარია.

 

რომ დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, თავი დავიფასე, მაშინვე კივილი არ დამიწყია, “მიუთზე” დავაჭირე, ვიკივლე. მერე ვუთხარი, არ ვიცი, მოვიფიქრებ-მეთქი. მაგრამ მალევე გადავურეკე, ხომ არ გადაგიფიქრებიათ-მეთქი და ასე დავთანხმდი.

 

მოკლედ, ოცნება რომ აგისრულდება, ასე ვარ ახლა.

 

 

აქ მუშაობა წამყვანისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. გამორიცხული იყო უარი მეთქვა.

 

სულ ვეძებდი აქ დარჩენის მიზეზს და აი, მომეცა.

 

ბენს ვუთხარი, გახსოვს, “ნიჭიერი”? ან მე და ან “ნიჭიერი”-მეთქი. აქ დარჩენაზე დამთანხმდა.

 

რაც შეეხება “ბახუტას”. არანორმალურად კომფორტული პარტნიორია. მაქსიმალურად ხელს მიწყობს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ განსხვავებული წამყვანები ვიქნებით. სხვა დინამიკა გვაქვს. მგონია, ჩვენს შორის ქიმიაა და ავეწყეთ.

 

არ გვინდა დადგმული შოუ გამოვიდეს. მაქსიმალურად ბუნებრივები მინდა ვიყოთ. ყოველდღე მეგობრობის დღიურს ვავსებთ. უკვე ბევრი რამ გავიგე “ბახუტაზე”. ბევრი წელია ვიცნობ, მაგრამ ახლა სულ სხვა კუთხით ვახლოვდებით.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X