11:51 | 2021-01-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა – ალექსანდრე გოგინავა

ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს.

 

298 ინფიცირებული და 16 გარდაცვლილი - 25 იანვრის მონაცემები კორონავირუსზე
2021-01-25298 ინფიცირებული და 16 გარდაცვლილი - 25 იანვრის მონაცემები კორონავირუსზე

 

როგორც ხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაციაა, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად, გონივრულად და ეპიდსიტუაციის მონიტორინგით უნდა მოხდეს. ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა, რადგან შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „იმედთან“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X