14:21 | 2021-12-06 ავტორი: Prime Time

ყველა სახის ტექნიკა ერთ სივრცეში

ყველა სახის ტექნიკა ერთ სივრცეში

ყველა სახის ტექნიკა ერთ სივრცეში

წინასაახალწლოდ ტექნიკის  განახლება კიდე უფრო ამაღლებს სადღესასწაულო განწყობას და სახლს განსხვავებულ იერს ანიჭებს. თუმცა, მარტო სახლი ხომ არ არის, შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის ახალი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი ან სხვა კომპიუტერული ტექნიკა  გჭირდებოდეს – ყველაფერი ერთ სივრცეში რომ მოინახულო, შედარება გააკეთო და  მიიღო გადაწყვეტილება, უდიდეს ონლაინ მაღაზიას Extra.ge – ს უნდა ეწვიო, რადგან ის ყველა სახის ტექნიკას საკუთარ საიტზე აერთიანებს.

 

საოჯახო ტექნიკა

ახალი ტელევიზორი სახლში ზედმეტი არასდროს არ არის, რადგან ტელევიზორი ის ნივთია, რომელიც ერთად კრებს ოჯახის წევრებს და ზოგჯერ გაცხარებულ დისკუსიაში აბამს. გემრიელობების მომზადება შეუძლებელია კარგი გაზისა და ღუმელის გარეშე, დიასახლისის კომფორტისთვის ამ ტიპის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სტუმართმოყვარე ოჯახის მანდილოსნებისთვის რა უნდა იყოს ჭურჭლის სარეცხი მანქანაზე სასურველი საჩუქარი?! მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს თვალი გადაავლოთ ექსტრას საოჯახო ტექნიკის კატეგორიას, სადაც მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად წვრილი ტექნიკაცაა წარმოდგენილი.

 

მობილურები

ნივთი, რომელთანაც ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ მობილურია, ხან საქმიანად, ხან კი სრულიად უსაქმოდ ჩავცქერით და მუდმივად ვპოულობთ „რამე გასაკეთებელს“ მასში. ისევე როგორც საოჯახო ტექნიკის შემთხვევაში, მობილურების თვალსაზრისითაც ექსტრა წარმოუდგენელ არჩევანს გთავაზობთ –  Samsung, Apple, Xiaomi, Nokia, Alcatel, Sigma თანამედროვე მოდელების ნახვაა შესაძლებელი საიტზე. ფასები ნებისმიერი ბიუჯეტის ადამიანს ერგება, რადგან წარმოდგენილია როგორც წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები, ასევე ხელმისაწვდომი ვარიანტებიც. რაც მთავარია, ხარისხი მაღალია და გარანტია აუცილებლად მოყვება ექსტრაზე შეძენილ მობილურს.

 

კომპიუტერული ტექნიკა

ონლაინ სწავლებაზე მყოფი ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, რომლებიც პანდემიამ მოსწავლეებთან ერთად  კომპიუტერებს  მიაჯაჭვა კომპაქტური და მოქნილი ლეპტოპი აუცილებელი ნივთი გახდა. ექსტრას კომპიუტერული ტექნიკის კატეგორიაში ნახავთ არა მხოლოდ ლეპტოპებს, არამედ პერსონალურ კომპიუტერებს, მონიტორებს, მაუსებს, ყურსასმენებს, კატრიჯებს თქვენი პრინტერისთვის და სხვა საჭირო აქსესუარებს.

ნებისმიერი ტექნიკის დეტალურად სანახავად უმჯობესია ეწვიოთ Extra-ს საიტს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

რა უპირატესობა აქვს ტექნიკის ონლაინ შეძენას?

როგორც წესი ამ პერიოდში, მაღაზიები გადაჭედილია ხალხით, პანდემიის პირობებში კი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის ხალხმრავალ ადგილებში სიარული. ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ძალიან კარგი საშუალებაა ონლაინ შოპინგი, რადგან იძლევა საშუალებას, ადამიანმა მშვიდად, წყნარად შეარჩიოს პროდუქტი, შეუკვეთოს და დაელოდოს კურიერს. ექსტრაზე ონლაინ განვადებაც მოქმედებს,  მსურველს შეუძლია შეავსოს განაცხადი და შეიძინოს სასურველი ნივთი.

 

ეს ერთი და სხვა მრავალი – ექსტრა სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.

 

 

(R)

 

ავტორი: Prime Time

X