15:20 | 2020-04-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე – ირაკლი ჩიქოვანი

ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე – ირაკლი ჩიქოვანი

მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე.

 

ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს პიკის ეტაპს.

 

„ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილის 12:00 სთ-დან, 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას.

 

ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს.

 

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება.

 

დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი ფაქტი და ჯამში 5 შემთხვევა.

 

საერთო ჯამში გვაქვს ინფიცირების 411 ფაქტი.

 

დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X