20:59 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, „ვარდების რევოლუციის“ ბრალია – შალვა ნათელაშვილი

ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, „ვარდების რევოლუციის“ ბრალია  – შალვა ნათელაშვილი

„ყველა უბედურება რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით რომლის მაშინდელ პრეზიდენტს ე.შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე, გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი წერს.

ენტონი ბლინკენი - აშშ ძალიან აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს ლიდერობას გლობალური, რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში
2021-11-22ენტონი ბლინკენი - აშშ ძალიან აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს ლიდერობას გლობალური, რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში

 

„რაც მთავარია სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია,რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა.

 

არადა სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია,თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდ ხანს მოვიმკით. არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ“,- წერს შალვა ნათელაშვილი.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

შეუწყდება თუ არა სოციალური დახმარება ადამიანს, თუ შრომისუნარიანია და მუშაობაზე უარს აცხადებს – რას ამბობს ვიცე-პრემიერი

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ავტორი: Prime Time

X