14:02 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყველა, ვინც ზიარების საკითხებით სპეკულირებს – ცოტა განიავდით! – პეტრე კოლხი

ყველა, ვინც ზიარების საკითხებით სპეკულირებს – ცოტა განიავდით! – პეტრე კოლხი

ყველა, ვინც ზიარების საკითხებით სპეკულირებს – სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ, ცოტა განიავდით! – ამ შინაარსის პოსტს მამა პეტრე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველა, ვინც ზიარების საკითხებით სპეკულირებს, ერიან-ბერიანად ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს. თუ არ გინდა, ნურც ტაძარში მიხვალ და ნურც ეზიარები. აი, ცოტა ,,სვეტსკაობა” რომ ჰგონიათ ვითომ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება, ეს არის ყველაზე დიდი გოიმობა. მესმის, როცა ამას ბუნებრივად ამბობ, შენი პოზიციაა და ცხადია, გაქვს უფლება, მაგრამ ვიღაცის, ვითომ „თანამედროვე“ ადამიანების (სინამდვილეში ძალიან ჩამორჩენილების) გამო საკუთარ პრინციპს და მორალს რომ ღალატობ, უკვე არ ხარ სანდო… არც საიმედო…
ეს იმას ჰგავს, შინაგანად პროვინციელს ცალ ხელში სიგარეტი და მეორეში ყავის ფინჯანი ქალაქელობად რომ მიაჩნია…

 

არ არის საჭირო ამდენი ტყლარწვა… იყავი ბუნებრივი…

 

ფასი არასდროს ექნება იმ ადამიანს, ვინც საკუთარ წარმომავლობას გაურბის… რაც ხარ, ის ხარ შენს მიყრუებულ სოფელშიც და იგივედ დარჩები მანჰეტენზეც!..

 

სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ, ცოტა განიავდით!..“

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X