15:52 | 2021-11-09 ავტორი: Prime Time

ყველაფერი ჩვენს ხელშია! – გიორგი ფხაკაძე

ყველაფერი ჩვენს ხელშია! – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იმუნიზციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზის გაკეთების უფლება ეძლევა.

 

„სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება. სჯობს გვიან ვინდრე არასდროს… სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდებ არა რა თქმა უნდა.

გელა ჩარკვიანი ბოლო ორი წელი სიკვდილს ელოდა... -
2021-11-09გელა ჩარკვიანი ბოლო ორი წელი სიკვდილს ელოდა... - "აღსასრულს მოუმზადებელი არ უნდა დახვდე"

 

უდროდ დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება.

 

როგორც არ უნდა ატრიალო საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება. ოღონდ დაგვიანებით და იქ სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ ყველგან წავარტყით ცხვირი, სმწუხაროდ.

 

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის: ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ).

 

გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Miderna) ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.

 

სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურილ და ღია თავშეყრის ადგილებში. სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს აგებული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)

 

არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა! ყველაფერი ჩვენს ხელშია! აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ კარგი იქნება)” – წერს ფხაკაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X