14:49 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

ყველაფერი პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ – არ გამოგრჩეთ ვადები

ყველაფერი პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ – არ გამოგრჩეთ ვადები

ბევრ მშობელს აინტერესებს ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ, ამიტომაც შეგახსენებთ რომ:

 

  • რეგისტრაციის I ეტაპი დასრულდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 5 ივლისი განისაზღვრა.

 

საბავშვო ფილმები ქართულად, რომლებიც შვილებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ
2020-05-28საბავშვო ფილმები ქართულად, რომლებიც შვილებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ

 

  • რეგისტრაციის II ეტაპი ხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. (ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ  სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში).

 

  • რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2  ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

  • რეგისტრაციის IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ წინა ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

 

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge

ავტორი: Prime Time

X