11:52 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

ყველაფერი საქართველოში არსებული ვაქცინების შესახებ – ფაიზერზე რეგისტრაცია რამდენიმე წუთში დაიწყება

ყველაფერი საქართველოში არსებული ვაქცინების შესახებ – ფაიზერზე რეგისტრაცია რამდენიმე წუთში დაიწყება

ფაიზერის ნახევარ მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ვაქცინა საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით მიიღო.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეს არის საჩუქარი ჩვენი ქვეყნების მეგობრობის ნიშნად.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, უშუალოდ აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში, 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

 

 

“ასტრაზენეკას“ 15 000 დოზა კი საქართველომ საჩუქრად ლიეტუვისგან მიიღო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

 

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.

 

სულ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციისთვის ოთხი განსხვავებული სახის ვაქცინაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, “ფაიზერზის” ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის 152 335 ადგილია თავისუფალი, ასტრაზენეკაზე -391, სინოვაკზე – 99 586, ხოლო სინოფარმზე- 126 687.

 

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია – 398454, დღიურად კი – 6673 ადამიანი.

 

ბოლოს 24 საათში ინფექციის 2617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი, ხოლო კორონავირუსის გართულებების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,15 პროცენტს შეადგენს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X