20:42 | 2020-05-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები – გიორგი გახარია

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები – გიორგი გახარია

„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს პრემიერი, ან თუ შეიძლება ახალი გუნდი ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“, გიორგი გახარიამ უპასუხა:

 

„ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი. სხვა ყველაფერი შეიძლება.

 

მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ადრე გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“,- აღნიშნა გახარიამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X