
დღეს სამშაბათია და The Talk შოუს დღეა. დღევანდელი გადაცემა ბათუმის ტრაგედიას ეძღვნება და ის არ უნდა გამოტოვოთ.
შოუს ერთ-ერთი წამყვანი, ნელი აგირბა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, 8 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილას იყო და დღევანდელი Talk-თვის ქრონიკები მოამზადა.
გადაცემის სტუმარი, “რუსთავი2”-ის სახე, დავით კაკულიაა, რომელიც “კურიერს”, 8 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილიდან ერთვებოდა. გარდაცვლილებზე საუბრისას, დათომ შოუში ემოციები ვერ შეიკავა…
დავით კაკულია: – ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ როდესაც გარდაცვლილ ბავშვს ან ორსულ ქალს ვხედავ, ამას ვერ ვუძლებ. არავინ თქვას, რომ ამას გაუძლებს.






















