
არაფერი გვიშლის ხელს იმაში, რომ ადამიანებმა დიდი ბედნიერება მივანიჭოთ ერთმანეთს…ულამაზესი საღამო გამოვიდა… ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ, – ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.
„აქ, ადამიანები შევიკრიბეთ, სიხარულის გამოსახატად დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოახერხა და მოვიდა, თუმცა ჩვენს გულებს უფრო მეტი ადამიანის სიყვარული შეუძლია, ჩვენთვის ჯანსაღი ურთიერთობები უფრო პრიორიტეტულია… ვიდრე ის, ვინ იყო იმ ღონისძიებაზე და რატომ იყო მადლობა ლაშა ბექაურს, გამარჯვებით გამოწვეული სიხარული. რომ დაგვანახა და გაგვაერთიანა ძვირფას ადამიანებთან გვიყვარდეს ერთმანეთი, ასე უკეთესია ცხოვრება,“ – წერს ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური.
გუშინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ლაშა ბექაურთან და ლაშა შავდათუაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის, მთელი ერის და განსაკუთრებით აი ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მე მინდა ლაშას, ამ გმირ კაცს კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება. ეს არის ჩვენი სიამაყე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 28 ივლისს საქართველოს დელეგაციამ ტოკიო-2020-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.
ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.
ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓























