18:46 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქოშინი უნდა მოდიოდეს – მიშა რამიშვილი 112-ის ჩანაწერზე

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქოშინი უნდა მოდიოდეს – მიშა რამიშვილი 112-ის ჩანაწერზე

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-ს მიერ გასაჯაროებულ 112-ის ჩანაწერს ექსპერტები და იურისტები აფასებენ, მათ შორის საკუთარი მოსაზრება „ტვ პირველის“ ეთერში იურისტმა მიშა რამიშვილმაც გამოთქვა.

 

მას ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში გნხორციელებული ზარის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.

 

„როდესაც ადამიანი გარკვეულად ინერვიულებს, ან დაძაბული გარემო ახასიათებს ბგერები, ხმის ინტონაცია ეცვლება და ეძაბება ხმის ტემბრი. მე რამდენჯერმე მოვუსმინე და ძალიან მშვიდი ხმის ტემბრი აქვს. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ქოშინი უნდა მოდიოდეს“, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

 

ნახეთ შსს-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც 112-ის ოპერატორისა და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის საუბარს ასახავს.

 

“ტელეფონით მიპოვით… მალე მოდით რა” – შაქარაშვილის საქმეზე შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ავტორი: Prime Time

X