11:45 | 2020-04-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები – მაკა სოლოღაშვილი

ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები – მაკა სოლოღაშვილი

ვაახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის აცხადებს, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ინფიცირებულთა ზრდა, კლინიკას აღჭურვილობა 10 დღის განმავლობაში ეყოფა.

 

მისივე თქმით კლინიკას კიდევ დაახლოებით ინფიცირებული 22 პაციენტის მიღება შეუძლია, ხოლო საეჭვო პაციენტების მიღების რესურსი მცირეა.

 

„გვეყოფა თუ არა მარაგი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე.

 

თუ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, ეს არაპროგნოზირებადია.

 

ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებული კიდევ ერთი ამდენი, დაახლოებით 22 პაციენტი მივიღოთ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის კიდევ 30 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 336-ს შეადგენს.

 

ასევე, გამოჯანმრთელებულია 74 ადამიანი. ამ დროისთვის გარდაცვლილია სამი ადამიანი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X