23:09 | 2020-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ყველას გვინდა ჩვენი მიცვალებულების საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება და ჭიქა ღვინის დალევა – ამირან გამყრელიძე

ყველას გვინდა ჩვენი მიცვალებულების საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება და ჭიქა ღვინის დალევა – ამირან გამყრელიძე

„ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა. ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა პიკში არ შევიდეს.

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა. ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან.

 

იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. წელს ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ გართულდება ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ეს რეკომენდაციაც იყო გაჟღერებული. ამიტომ, ამ 2 კვირის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში. თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X