
ქუჩას, სადაც ზურა დოიჯაშვილი დაიბადა დ აგაიზარდა მისი სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე ავრცელებს.
„გილოცავ ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს! საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!
მადლობა საკრებულოს ყველა წევრს ვინც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას! განსაკუთრებული მადლობა შენ ჩემო ძმაო. მიხარია რაც მე და შენ ჩავიფიქრეთ მივიდა ბოლომდე. Misha Meskhi,“ – წერს ზურა ხაჩიძე.
ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ასევე ნახეთ: ნათია ლაზაშვილმა სანდრო სანაია წარადგინა
ასევე დაგაინტერესებთ:























