
მეცნიერები „იბუპროფენს“ კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ლონდონის Guy-ს, წმინდა ტომასის საავადმყოფოსა და King’s College-ის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ „იბუპროფენს“, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს წარმოადგენს, შეუძლია სუნთქვის გაძნელებას უმკურნალოს.
მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ პრეპარატის გამოყენება, პაციენტების სასუნთქი აპარატებიან მოხსნის საშუალებას მისცემთ.
კვლევაში (სახელწოდებით Liberate) მონაწილე პაციენტებს პრეპარატ „იბუპროფენს“ ტრადიციულ მკურნალობის პარალელურად მისცემენ.
კვლევაში მონაწილე პაციენტებისთვის ისინი განსხვავებულ „იბუფროფენს“ (არა ისეთს, როგორიც მაღაზიაში იყიდება) გამოიყენებენ. ზოგი ადამიანი ამგვარ „იბუფროფენს“ ართრიტის სამკურნალოდ უკვე იღებს.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატს მწვავე რესპირატორული დაავადების მკურნლობა შეუძლია.
„საჭიროა ჩავატაროთ კვლევა. რათა დავრწმუნდეთ, რომ მიღებული შედეგი ჩვენს მოლოდინებს დაემთხვევა“,- ამბობს King’s College-ის ერთ-ერთი პროფესორი.
შეგახსნებთ, რომ პანდემიის დასაწყისში ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ პრეპარატი „იბუპროფენი“ კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდა ხელს.























