
ესპანეთში ყველაზე ასაკოვანი ქალი მარია ბრანიასი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.
მარტში, როცა კორონავირუსი ევროპაშიც ფართოდ გავრცელდა, ქალაქ ოლტომდეც მიაღწია, სადაც 113 წლის მარია ცხოვრობს. მიუხედავად მაქსიმალური სიფრთხილისა ქალი მაინც დაინფიცირდა.
დაინფიცირება ასიმპტომური იყო. მოხუცი ქალბატონი სახლიდან არ გადიოდა რადგან სხვები არ დაეინფიცირებია. ბრანიასის ქალიშვილის თქმით, მისი დედა ძალიან წუხდა, რომ 113-ე დაბადების დღეს მარტო აღნიშნავდა.
ის მალე გამოჯანმრთელდა.

ესპანელი ქალბატონი ყველაზე უხუცესია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და სრულად გამოჯანმრთელდა.
მარია ბრანიასი ყველაზე ასაკოვანი ქალბატონია ესპანეთში. ის ამერიკაში, სან-ფრანცისკოს შტატში 1907 წლის 4 მარტს დაიბადა. ესპანეთში საცხოვრებლად 1915 წელს გადავიდა.
მან გამოიარა ორი მსოფლიო ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი და ესპანური გრიპის პანდემიის პერიოდი. მას სამი შვილი, 11 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს.






















