11:12 | 2021-07-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ყველაზე ასაკოვანი სერიული მკვლელი – როგორ მოკლა 90 წლის ქალმა 150 კაცი

ყველაზე ასაკოვანი სერიული მკვლელი – როგორ მოკლა 90 წლის ქალმა 150 კაცი

ის იყო მოხუცი ქალბატონი კეთილი მზერით და მშვიდი ხმით. ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ მოკლა ანუიკამ 150 ადამიანი და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე  ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრა.

 

პირველი სიყვარული და მწარე იმედგაცრუება

 

რუმინეთში ცხოვრობდა გოგონა, რომელსაც ანა დრაკიშინი ერქვა. იგი 1838 წელს დაიბადა მდიდარ ოჯახში. ის უყვარდათ და ანებივრებდნენ. გოგონამ შესანიშნავი განათლება მიიღო – მისი მშობლები ფულს არ ზოგავდნენ კერძო სკოლებისა და საუკეთესო მასწავლებლებისთვის. ანამ ხუთი ენა იცოდა, კარგად ერკვეოდა მედიცინაში, სერიოზულად იყო დაკავებული ქიმიით. ვინ იცის, რა ნათელი მომავალი ექნებოდა გოგონას, მაგრამ 20 წლისამ გააბა რომანი ავსტრია-უნგრეთის ოფიცერთან. მამაცმა ჯარისკაცმა გამოუცდელი ანა სიფილისით დააჯილდოვა და უსაფრთხოდ გაქრა.

 

11 ბავშვიდან ერთი გადარჩენილი

 

ანა იმედგაცრუებული დარჩა და მამაკაცი შეიძულა. მხოლოდ მეცნიერება არსებობდა მისთვის – არანაირი გრძნობა. ამასთან, მშობლებს არ მოსწონდათ ეს მდგომარეობა. ისინი სერბეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და ანა მდიდარ მემამულეზე გაათხოვეს. მას 11 შვილი შეეძინა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი ადრე გარდაიცვალა, მხოლოდ ერთმა იცოცხლა სრულწლოვანებამდე. ეს სიფილისის შედეგი იყო, სავარაუდოდ, რადგან მაშინ ეს დაავადება არ იკურნებოდა.

 

სოფლის მკურნალი

 

Ануйка

 

ქორწილიდან ოცი წლის შემდეგ, ანას ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა და ანას მოლოდინის მიუხედავად, ქვრივს არაფერი დარჩა: მისი ქმარი ძალიან უნიჭო საქმოსანი გამოდგა და ოჯახი გააკოტრა. ანამ გადაწყვიტა, ფული თავად ეშოვა, ცოდნისა და უნარების გამოყენებით: მან ერთ ოთახში მოაწყო ქიმიური ლაბორატორია და მკურნალობას მიჰყო ხელი. ის ნამდვილად აღმოჩნდა საქმის ოსტატი, ბალახებსა და ქიმიკატებს ერთმანეთში ურევდა და ფეხზე აყენებდა ბევრ ავადმყოფს. გლეხები ლოცულობდნენ ჯადოქარზე და მას მოსიყვარულე მეტსახელით მოიხსენიებდნენ – ბებია ანუიკა.

 

მალე მკურნალმა დიდი ფული იშოვა, მაგრამ უფრო მეტი უნდოდა! შემდეგ ანუიკამ ახალი ბიზნესი წამოიწყო: ის ბიჭებს ეხმარებოდა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში – პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ფრონტზე წასვლა არავის სურდა. ანუიკამ კი მშვენიერი ბიზნესი წამოიწყო: ახალგაზრდებს აძლევდა წამალს, რომლის მიღების შემდეგ პაციენტი ფერმკრთალდებოდა, სუსტდებოდა, გაუთავებლად ურეოდა გული და თავბრუ ეხვეოდა. როგორ იბრძოლებდა ასე დასუსტებული? ამიტომ ხელისუფლება ასეთ ახალგაზრდებს ტოვებდა, ცოტა ხნის შემდეგ კი „გამოჯანმრთელდებოდ“. თუმცა, ყოველთვის არა: ისინი, ვინც უფრო სუსტები იყვნენ, ვერ უძლებდნენ ასეთ ძლიერ „მკურნალობას“ და კვდებოდნენ. ანამ კარგად გააცნობიერა თავისი ბიზნესის არასანდოობა და მალევე დახურა.

 

„ქმარი გახდება კეთილი და დამჯერი“

 

დიდი ხანი არ უფიქრია, მალევე დაიწყო ახალი იდეის განხორციელება. ახლა მისი კლიენტები ადგილობრივი, დაქორწინებული, უყურადღებო, ბოროტ, მოღალატე და ზარმაც ქმრებზე განაწყენებული ქალები იყვნენ. დასაწყისისთვის, ანუიკა ცდილობდა, თავის შესახებ ჭორები გაევრცელებინა სამეზობლოში: ამბობდნენ, ახალგაზრდობაში  უწმინდურს მიჰყიდა სული, რომლის სანაცვლოდაც  „სასიყვარულო სასმელის“ სასწაულებრივი რეცეპტი მიიღო. სავარაუდოდ, ამ სასმელს შეეძლო ოჯახისთვის ბედნიერება დაებრუნებინა. იდუმალი ჭორები შესანიშნავი რეკლამა აღმოჩნდა: ყოველ საღამოს, შავ თავსაფრებში გახვეული ქალები ჩნდებოდნენ ანუიკას სახლში. ჯადოქარი თითოეულ ასეთ ქალბატონს ერთი ბოთლ სითხეს აძლევდა და ეუბნებოდა: რამდენიმე წვეთი დაამატე ქმრის სუფში. უკეთესია – სოკოს წვნიანში და ის გახდება კეთილი და დამჯერი, ის აღარ შეურაცხგყოფს. ის არ ატყუებდა: ქმარი, რომელიც დააგემოვნებდაა „ჯადოსნურ“ წვნიანს, მალევე მართლაც ჩუმდებოდა, რადგან  კვდებოდა. ქალებს სწამდათ, რომ ეს იყო მაგია! ადანაშაულებდნენ სიკოს, რომლითაც წვნიანი მზადდებოდა და თუ ხვდებოდნენ, რომ ქმარი მოწამლეს, ჩუმდებოდნენ,  რომ მკვლელობისთვის არ ეგოთ პასუხი: ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ საკუთარი ხელით უსხამდნენ საწამლავს კერძში.

 

ანუიკას საქმე კარგად მიდიოდა: ყოველთვის არსებობენ ქალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქმრებით. წამლის თითოეული ბოთლი ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ კლიენტები ფულს მაიც შოულობდნენ. „მკურნალი“ ამ საქმეს ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა! შეცდომა მხოლოდ ერთხელ დაუშვა, როდესაც ის უკვე ასაკოვანი იყო. ბებო ანუიკას საიდუმლო ერთ-ერთი კლიენტის ნათესავის გრძელმა ენამ გათქვა. კლიენტს სოფია მომიროვა ერქვა. მას ძალიან უნდოდა, თავი დაეღწია ბოროტი მამამთილისგან, რომელსაც, თუ დათვრებოდა, ჩვევად ჰქონდა მთელი ოჯახის ცემა. არც ბავშვებს ზოგავდა და არც ქალებს. თუმცა, სოფიას თავად ეშინოდა, მისთვის წამალი მიეცა და დისშვილს გადააბარა. გოგონამ ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ახალგაზრდობის გამო თავი ვერ შეიკავა და მეგობრებისთვის თავის მოსაწონებლად, ყველაფერი გაამხილა. ხმა მალევე გავრცელდა მთელ სამეზობლოში. ძაფის ბოლოს მიჰყვნენ და ბებო ანუიკას მიადგნენ!

 

დარიშხანი და მცენარეული შხამები

 

ამის შემდეგ დაიწყო სერიოზული გამოძიება. პოლიცია შეცბა: აღმოჩნდა, რომ ბებო ანუიკამ მოახერხა 150-ზე მეტი კაცის მოწამვლა! მისი ქიმიური ლაბორატორიის ნიმუშები მეცნიერებს გაუგზავნეს შესასწავლად და ახლად გარდაცვლილი მამაკაცების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ „ჯადოსნური წამალი“ შეიცავდა დარიშხანის მცირე დოზებს, რომელსაც ანუიკა ავსებდა მცენარეული ტოქსინებით სხვადასხვა პორციებით. სუფთა დარიშხანი დაუყოვნებლივ იმოქმედებდა და მინარევებიც ამიტომ სჭირდებოდა: ეჭვების აიცილებდა, რადგან „კლიენტის“ სიკვდილი ერთი კვირით ან კიდევ უფრო მეტით დროით გადაიწევდა.

 

პროკურორმა მოითხოვა „ჯადოქრისა“ სოფიას სიკვდილით დასჯა, მაგრამ სასამართლომ სოფიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მოხუცი მხოლოდ თანამონაწილედ აღიარა – მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამასთან, ანუიკა გაათავისუფლეს 8 წლის შემდეგ.

 

დარჩენილი ცხოვრება ბებო ანუიკა მშვიდად ცხოვრობდა თავის მამულში და გარდაიცვალა 100 წლისა. გლეხებმა თქვეს, რომ ეს ზუსტად ასე იყო გაწერილი, იმ დროიდან, რაც მან უწმინდურთან დადო ხელშეკრულება.

 

Самая возрастная серийная убийца: как 90-летняя баба Ануйка отравила 150 мужчин

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X