14:48 | 2021-05-22 ავტორი: Prime Time

ყველაზე ძვირადღირებული ლეკვი, რომელიც აუქციონზე 10 000 აშშ დოლარად გაიყიდა

ყველაზე ძვირადღირებული ლეკვი, რომელიც აუქციონზე 10 000 აშშ დოლარად გაიყიდა

დიდ ბრიტანეთში, ცხრა კვირის გაწვრთნილი ბორდერ-კოლის ლეკვი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლეკვი გახდა, მას შემდეგ რაც აუქციონზე 10 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

 

გამოცემის ცნობით, ლესი 12 მარტს სელექციონერის, გლენ ჯონსის ფერმაში დაიბადა.

 

 

ლეკვს დავალებების შესრულებაც შეუძლია. ლეკვმა, რვა კვირის ასაკში ცხვრისა და პირუტყვის შეგროვება ერთად შეძლო, როდესაც მისი პატრონი შორს იყო.

 

​სელექციონერის განცხადებით, ლესის ღირებულებამ მისი ლურჯი თვალებისა და იშვიათი შეფერილობის გამო მოიმატა.

 

ლესის ახალი პატრონის თქმით, იგი ძალიან ჭკვიანი და მოსიყვარულეა.

 

ავტორი: Prime Time

X