13:16 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერება – ლევან რატიანი

ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერება – ლევან რატიანი

ქალი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტად მოიხსენიეობდა, დღეს კლინიკიდან გაეწერება – ამის შესახებ ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენს კლინიკაში იწვა ყველაზე მძიმე პაციენტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იყო ქალბატონი. ის იყო დამძიმებული ანამნეზით და 97%-ით ეს შემთხვევა უნდა დასრულებულიყო ლეტალურად, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს არის კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვება და ქალბატონი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება დღეს სახლს. ეს რა თქმა უნდა კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა“ – აცხადებს ლევან რატიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X