
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა.
ცოტა ხნის წინ კი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ განცხადებას გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ხელისუფლებას ქვეყანაში ყველაზე ძებნილი ადამიანი შემოეპარა.
„მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს.
ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ… გუშინ დილას გითხარით კიდეც. წადით ბიძია სახლში…
ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა…“,- წერს გია ხუხაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:























