
დამწვრობის ცენტრის ხელმღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, დაფიქსირდა თუ არა წელს ლეღვის ნახარშითა და მზით დამწვრობის შემთხვევები:
„საბედნიეროდ, ლეღვის ნახარშით დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მზით დამწვრობის შემთხვევები გვაქვს. შარშან და შარშანწინდელთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით არის მომატებული მომართვიანობა.
რამოდენიმე ადამიანი რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა, დანარჩენი მსუბუქი ფორმით იყო. ყველაზე პატარა გვყავდა 5 წლის და ყველაზე ხანდამული 78 წლის პაციენტი“,- განაცხადა ქაშიბაძემ.
გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
„11 საათამდე და 5 საათის შემდეგ მიიღეთ რუჯი და მაქსიმალურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. ბავშვებისა და მოხუცების მზის გულზე დაყოვნება არაფრით არ შეიძლება“,- განაცხადა ქაშიბაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















