
მომღერალი ია ჩანტლაძე 25 ივნისს გოგონასა და ვაჟის დედა გახდა. ტყუპებს დედამ მია და ალესანდრო დაარქვა.
“სამყაროში ჩემთვის ყველაზე ტკბილი კრიმანჭული ააჟღერეს ჩემმა შვილებმა. მე ბანს ვაძლევდი და ზუსტად ვიცი, ასე გავივლით ერთად დარჩენილ ცხოვრებას. ამ შეგრძნებისთვის ღირს ალბათ დაბადება” – წერს ია “ფეისბუქზე”
იას იტალიელი ქმარი ჰყავს. ის და ჯანკარლო მერკადანტე ერთმანეთს პანდემიის დროს ვერ ნახულობდნენ, ვინაიდან ჯანკარლო იტალიში ჩარჩა და ორსულ ცოლთან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.
“ჩემი ქმარი ჩემოდნებზე ზის. ძალიან რთულია მისთვის. იცის, რომ შვილებს ელოდება და შეიძლება მათ დაბადებას ვერ ჩამოასწროს” – “ფორტუნასთვის” მაისში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა ია.























