23:35 | 2020-05-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ყველაზე უფრო მაშინ ინერვიულეს, როცა სახლში მივედი – ნიკოლოზ გამყრელიძე შვილებზე

ყველაზე უფრო მაშინ ინერვიულეს, როცა სახლში მივედი – ნიკოლოზ გამყრელიძე შვილებზე

თათია შარანგიას ინსტაგრამ ლაივში წამყვანის კითხვებს ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე პასუხობს.

 

როგორც თათია შარანგიამ განაცხადა, მაშინ როდესაც ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის შვილებს გამყრელიძის მამიდა ფანჯრიდან ართობდა.

 

“მამიდაჩემს ეხერხება ასეთები. როდესაც კორონავირუსის დიაგნოზი დამისვეს, ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში იყო.

 

უფროსი შვილი ხვდებოდა რაც ხდებოდა, შუათანა ნაწილობრივ, ხოლო პატარა ვერაფერს ხვდებოდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიჩვეულია ხშირ მივლინებებს, ამიტომ მივლინებაში ვეგონე და როდესაც ვურეკავდი, მეუბნებოდა შენთან დღე არის თუ ღამეო.

 

ვერც მოდიოდნენ, იმიტომ რომ სოფოს და ბავშვებს ჩემთან ჰქონდათ კონტაქტი. როდესაც თვითიზოლაციის ვადა გაუვიდათ, ინფექციურის ეზოში მოვიდნენ, ფანჯრიდან მნახეს და ჩემი პატარა ნინა ვერაფერს ვერ მიხვდა.

 

ყველაზე რთული იყო როდესაც სახლში დავბრუნდი და გარკვეული პერიოდი შვილებთან მიახლოების საშუალება არ მქონდა. თუ რამე დარჩებათ მათ მახსოვრობაში ალბათ სწორედ ეს მომენტი იქნება, რადგან სახლში ვიყავი და მათთან დისტანციას ვიჭერდი. ყველაზე უფრო ალბათ სწორედ მაშინ ინერვიულეს, როდესაც სახლში მივედი” – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X