21:53 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

კვირას დაგვთვალეთ! – ლაშა ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს (ვიდეო)

კვირას დაგვთვალეთ! – ლაშა ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს (ვიდეო)

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს, იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ცუცქირიძე. ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს მიმართა.

 

„პოლიციას მოგმართავთ, კვირას დაგვთვალეთ, კვირას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

სააკაშვილი ხელშეუხებლობას და წახალისებას ჰპირდება ყველას, ვიც მოყვება როგორ გაყალბდა არჩევნები
2020-11-05სააკაშვილი ხელშეუხებლობას და წახალისებას ჰპირდება ყველას, ვიც მოყვება როგორ გაყალბდა არჩევნები

 

ამის მიუხედავად, მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

 

არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.

 

4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებში.

ავტორი: Prime Time

X