12:26 | 2021-11-06 ავტორი:

„ყვირილით დამირეკა, რატომ გაქვს ულვაში და გადაბმული წარბები? მე იმაში არ გიხდი ფულს, რომ მახინჯი იყო“ – რა ისტორიას იხსენებს სელმა ჰაიეკი

„ყვირილით დამირეკა, რატომ გაქვს ულვაში და გადაბმული წარბები? მე იმაში არ გიხდი ფულს, რომ მახინჯი იყო“ – რა ისტორიას იხსენებს სელმა ჰაიეკი

ჰოლივუდის მსახიობმა, სელმა ჰაიეკმა საზოგადოებას გაუზიარა ახალი დეტალები, როცა ის ჰარვი ეინშტაინთან ფილმ „ფრიდას“ გადაღებაზე მუშაობდა. სელმა განასახიერებდა მექსიკელ მხატვარ ფრიდა კარლოს.

 

55 წლის მსახიობმა გაიხსენა, როგორ ლანძღავდა პროდიუსერი მას, მისი გარეგნობის გამო.

 

„ყვირილით დამირეკა. „რატომ გაქვს ულვაში და გადაბმული წარბები? მე იმაში არ გიხდი ფულს, რომ მახინჯი იყო“. ვუპასუხე, რომ ფრიდა კალოს ფოტო სავარაუდოთ არ ჰქონდა ნანახი. მსახიობ კაცს სირანო დე ბერჟერაკი რომ ეთამაშა, ალბათ ცხვირზე შენიშვნას არ მისცემდა. ვაღიარებ მისი მეშინოდა, მაგრამ მიუხედავად ზეწოლისა არასდროს ვყოფილვარ მასთან სუსტი.

 

ჩემი აზრით სიტყვა „არა“ ყველაზე მეტად სძულდა. მისი მოთხოვნების აბსურდულობას ზღვარი არ ჰქონდა. ერთხელ ვენიციის კინოფესტივალიდან ძალით გამომათრია და რაღაც წვეულებაზე წამიყვანა, რომელზეც არაერთი მაღალანაზღაურებადი სექს მუშაკი დამხვდა. ლაპარაკს ყოველთვის ტკბილად იწყებდა, მაგრამ მალევე ხდებოდა აგრესიული, ერთხელ მითხრა „მოგკლავ, არ გეგონოს რომ არ შემიძლია““. – იხსენებს მსახიობი.

 

პროდიუსერი სექსუალურად ავიწროვებდა ქალებს. მისი ეს ქმედებები მანამდე არ ჩანდა, სანამ ქალების დიდმა ნაწილმა სექსუალური ძალადობის ბრალდება არ წაუყენეს.

 

მაგალითან, რომანტიკული კომედიის “The Night We Never Met”-ის პროდიუსერობისას, ეინშტაინი ცდილობდა რეჟისორ უორენ ლეითის დაყოლიებას, რომ მსახიობს მკერდი გამოეჩინა, მაგრამ ლეითისგან უარი მიიღო.

 

ნიუ-ორკის სასამართლომ ეინშტაინს 23-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასამართლომ პროდიუსერს მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

 

მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცეს პროდიუსერს სექსუალური ძალადობის ფაქტიც. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ვაშინგტონმა ორალური სექსი აიძულა.

 

პროდიუსერის წინაღმდეგ სასამართლო პროცესი ლოს-ანჯელესში ახლაც მიმდინარეობს. ეინშტაინს ემუქრება 140 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ავტორი:

X