01:24 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

კვლევა: COVID-19-მა, შესაძლოა, ტვინში სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს

კვლევა:  COVID-19-მა, შესაძლოა, ტვინში სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს

გერმანელი, ფრანგი და ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-მა შესაძლოა, ტვინში სისხლძარღვთა დაზიანება გამოიწვიოს და კოგნიტური ფუნქციონირებაც შეაფერხოს. ინფორმაციას ამის შესახებ sciencealert-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს ტვინის უჯრედების, კერძოდ ენდოთელიალური უჯრედების განადგურება შეუძლია.

 

კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპულ კოვიდპაციენტთა ტვინები დაასკანირეს, შედეგებმა კი კაპილართა ნარჩენები აჩვენა, რომელთაც ენდოთელიუმის უჯრედები არ გააჩნია და სისხლს ვეღარ ატარებს, რაც კოგნიტური დაზიანების ნიშანია და არაერთ სამედიცინო , მათ შორის მიკრო ინსულტის, რისკთან ასოცირდება.

 

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X