13:23 | 2021-12-13 ავტორი: Prime Time

კვლევა: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს

კვლევა: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს

„შებას“ სამედიცინო ცენტრისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის ცენტრალური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის  მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 3-დოზიანი კურსი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს.

 

მკვლევრებმა 5-6 თვის წინ ორი დოზით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში ერთი თვის წინ გამაძლიერებელი დოზით აცრილი იმავე რაოდენობის პირების სისხლის ნიმუშთან შეადარეს.

 

„ადამიანებს, რომლებმაც მეორე დოზა 5 ან 6 თვის წინ მიიღეს, „ომიკრონის“ განეიტრალების უნარი არ აქვთ, თუმცა „დელტა“ ვარიანტის განეიტრალების გარკვეული შესაძლებლობა რჩება. კარგი ამბავი ის არის, რომ გამაძლიერებელ დოზასთან ერთად ეს შესაძლებლობა დაახლოებით ასჯერ იზრდება. გამაძლიერებელი დოზა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა „შებას“ სამედიცინო ცენტრის ინფექციური განყოფილების დირექტორმა, გილი რეგევ-იოხაიმ.

ავტორი: Prime Time

X