12:26 | 2021-11-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ეწყებათ თმის ცვენა, სმენის და მხედველობის დაქვეითება – გიორგი ფხაკაძე 

კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებს ეწყებათ თმის ცვენა, სმენის და მხედველობის დაქვეითება – გიორგი ფხაკაძე 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი კვლევის მიხედვით კოვიდგადატანილების 70%-ს ტვინი უზიანდებათ.

 

მისივე თქმით, მათ ვინც კორონავირუსი სიმპტომურად გადაიტანა, 60%-ს 7-8 თვეში, დიაბეტის მეორე ტიპი დაუდგინდათ.

 

„ვინც გადაიტანა კოვიდი 70% ტვინი, რომ ვერ აქვთ კარგად ეს ადრე ვიცოდი, მაგრამ ახლა კვლევებით დამტკიცდა, რომ ტვინიც გიზიანდება, ყველაფერი გიზიანდება და ვერ არის საქმე კარგად იმ ადამიანის ვინც არის კოვიდდაზიანებული.

 

VIDEO: „წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტიურად კლავდა“ - თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა
2021-11-17VIDEO: „წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტიურად კლავდა“ - თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა

 

ეს ვიცით, დამტკიცებულია, კვლევები დევს და ამის დამტკიცებაც აღარ არის საჭირო. სახეებს, რომ ვუყურებ ამდენი ხალხის აშკარად კოვიდ გადატანილი არის.

 

გადავხედე კიდევ კვლევებს, რომელიც არის ჩვენი ორგანოების, დაწყებული თმების ცვენით, არ დაგეწყოთ თმების ცვენა ვინ გადაიტანეთ? ერთი თვის შემდეგ, ორი თვის შემდეგ, სამი თვის შემდეგ. შემდეგ სმენის დაქვეითება. გადახედეთ ახლობლებში მეგობრებში, სმენის დაქვეითება არ არის? მხედველობის დაქვეითება. არ შეგიმჩნევიათ, რომ კარგავთ მხედველობას? ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.

 

ვინც სიმპტომურად გადაიტანა კოვიდი თითქმის 60%-ს აღმოაჩნდა დიაბეტის მეორე ტიპი, 6-7 თვეში დიაბეტი დაემართათ. კოვიდი არის პატარა ბომბივით, აჩქარებს პროცესს“, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.

 

ნახეთ ვიდეო: რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X