17:42 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ლაგოდეხში აცრაზე მისული ოჯახი უკან გააბრუნეს – რა იყო მიზეზი ?

ლაგოდეხში აცრაზე მისული ოჯახი უკან გააბრუნეს – რა იყო მიზეზი ?

ლაგოდეხში კოვიდსაწინააღმდეგო აცრაზე მისული ოჯახი, უკან გააბრუნეს.

 

ვაქცინაციის ცენტრში, ოჯახს განუმარტეს, რომ მუნიციპალიტეტში „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინა არ აქვთ.

 

„მივედით მე და ჩემი მეუღლე, მეორე აცრა გვიწევს და გვითხრეს, რომ ვაქცინა არ არის. ვაქცინები უფუჭდებათ და ჩვენ აცრას ვერ ვიკეთებთ. მით უფრო, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ახლა არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, ხელახლა რეგისტრაცია გავიაროთ, თუ რა გზას დავადგეთ“,- განაცხადა მოქალაქემ.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, რომ ოჯახს პრობლემას ოპერატიულად მოუგვარებენ.

 

„ჩვენ გავერკვევით სასწრაფოდ ამ საკითხში, ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩაერთვება და მოვაგვარებთ”,- განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

 

24 სექტემბერს, კახეთში, მედიასთან შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა , რომ რეგიონში ვაქცინაციის დაბალი ტემპია და ინფიცირების მაჩვენებელიც აჭარაზე მაღალია.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კახეთში ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 14, 2%- ია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X