12:41 | 2021-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლაგოდეხში მერობის მეორე კანდიდატი დასახელდა

ლაგოდეხში მერობის მეორე კანდიდატი დასახელდა

ლაგოდეხის მოსახლეობას მერობის კანდიდატი, პოლიტიკურმა გაერთიანება „მესამე ძალამ“ წარუდგინა. მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, მალხაზ ნოზაძე იბრძოლებს.

„სანდრო პირველ კლასში, პირველ გაკვეთილზე“ - ნიკა მელია შვილის ფოტოს აქვეყნებს
2021-09-17„სანდრო პირველ კლასში, პირველ გაკვეთილზე“ - ნიკა მელია შვილის ფოტოს აქვეყნებს

 

„უნდა გავარღვიოთ ეს წრე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქვეყანაში. ამიტომ დავარქვით მესამე ძალა და ჩვენ შევქმენით რეალური ალტერნატივა“, – განაცხადა „მესამე ძალის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

 

მალხაზ ნოზაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურში, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ერთი წლის წინ დატოვა.

 

გიორგი ვაშაძემ, ლაგოდეხელ ამომრჩეველს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც გააცნო. ლაგოდეხში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, კანდიდატურა, ორი კვირის წინ მოხსნა.

 

ჯაფარიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ლაგოდეხში, მერის არჩევნებში, მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი რჩებოდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X