18:47 | 2021-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს

ლაგოდეხში პოლიციელი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი დაჭრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.

 

40 წლის ქამილ ნამაზოვმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

 

მეუფე იაკობი: ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო. კაცი სამსახურიდან გააგდეს, პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობენ?
2021-04-18მეუფე იაკობი: ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინო. კაცი სამსახურიდან გააგდეს, პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობენ?

 

დაჭრამდე, ნამაზოვების ოჯახი 112- ს დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.

 

ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი ის ნაჯახით გაუსწორდა. პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.

 

ნამაზოვის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზაცია გახდა საჭირო.

 

დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც. ნამაზოვები ექიმს დაუკავშირდნენ და სამედიცინო ჩარევა მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.

 

ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X