13:24 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება აუცილებელი პირობაა! – გერმანელი ევროპარლამენტარი

პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება აუცილებელი პირობაა! – გერმანელი ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „Twitter“-ზე წერს.

 

როგორც იგი ამბობს, პოლიტპატიმრების თემა ლაკმუსის ქაღალდი იქნება ხელისუფლებისთვის.

 

„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას 8 მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად.

 

ისინი აგრძელებენ დასავლელი პარტნიორების შემოწმებას, კვლავ ელიან თუ არა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას – დიახ, ელიან. ეს აუცილებელი პირობაა, თუკი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზეა საუბარი”, – წერს გალერი.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

 

ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე: პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე

ავტორი: თეონა ყაჭიური

X