12:52 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.  მან ვაქცინაცია ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა.

 

VIDEO: ნახეთ როგორი ემოციური სიმღერა მიუძღვნა ნატო გელაშვილმა გარდაცვლილ მეგობარს
2021-03-30VIDEO: ნახეთ როგორი ემოციური სიმღერა მიუძღვნა ნატო გელაშვილმა გარდაცვლილ მეგობარს

 

„თავს სრულიად ჩვეულებრივად ვგრძნობ. რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გართულება არ იქნება. არ მქონდა ღელვა.

 

აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და უბრალოდ კარგად ვიყოთ,”- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

 

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

ავტორი: Prime Time

X