23:37 | 2020-12-21 ავტორი: Prime Time

ლანჩხუთელი ჟურნალისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ლანჩხუთელი ჟურნალისტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ლანჩხუთელი ჟურნალისტი რუსუდან მანაგაძე, კორონავირუსით ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და ოჯახს იმედი აღარ ქონდა. ინფიცირებულია მისი შვილიც.

2020-12-21"ასეთი რამ 3 000 წელიწადში ერთხელ ხდება" - ნინო თოლორდავა 21 დეკემბრის მნიშნელობაზე

 

 

ეს ინფორმაცია”პრაიმტაიმს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

 

“60 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა ამ საღამოს, ჟურნალისტი რუსუდან მანაგაძე. მისი შვილიც ინფიცირებული იყო. მას ხვალ გამოწერენ. ქალბატონი რუსუდანის დამ დამირეკა დღეს და მითხრა აპარატზეა შეერთებული, იმედი აღარ გვაქვსო და ამ საღამოს უკვე დადასტურდა მისი გარდაცვალება.”- გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რუსუდან მანაგაძე წლებია ლანჩხუთში სხვადასხვა რედაქციაში მუშაობდა. ბოლოს ის “ჰო და არას” კორესპონდენტი იყო.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X