12:00 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

ლარი დღეს კიდევ უფრო გამყარდა, ღირს თუ არა დანაზოგის დახურდავება დღესვე? – ფინანსისტის რჩევები მოქალაქეებს

ლარი დღეს კიდევ უფრო გამყარდა, ღირს თუ არა დანაზოგის დახურდავება დღესვე? – ფინანსისტის რჩევები მოქალაქეებს

ფინანსისტი ირაკლი ერაძე ლარის გამყარების ბოლოდროინდელი ტენდენციის შესახებ აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის მოულოდნელი გამყარების შესახებ „ოფიციალური პირების მხრიდან დუმილი რაღაც მომენტში აჟიოტაჟურ ქცევას იწვევს”. ამის შესახებ ერაძემ bm.ge-სთან ისაუბრა.

 

ფინანსისტი ურჩევს მოქალაქეებს, რომ ნუ „გამოეკიდებიან” ლარის კურსს და თუ „ფული არ ჭირდებათ, არ გადაახურდაონ”.

 

 

„ოფიციალური პირების მხრიდან დუმილი რაღაც მომენტში აჟიოტაჟურ ქცევას იწვევს; ასეთ დროს ცენტრალური ბანკის და შესაბამისი უწყებების მხრიდან ერთადერთი სწორი რჩევა იქნება, რომ კომპანიებმა თუ მოქალაქეებმა უცხოური ვალუტა იყიდონ და გაყიდონ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დროს, როცა ეს მათ სჭირდებათ. სხვანაირად კურსზე „გამოკიდება“, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე. აჟიოტაჟს აქვს გადაცემის ეფექტი, ერთიდან მეორეზე და ა.შ. ასეთ მოწოდებას თუ განცხადებას სწორ რჩევად ჩავთვლიდი ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ეროვნულმა ბანკმა რომ დაიწყოს ამ პროცესი ტერმინოლოგიით ახსნა, ამას შეიძლება უკურეაქცია ჰქონდეს. ამდენად, ერთადერთ სწორ რჩევად მიმაჩნია მოწოდება – „თუ არ გჭირდება, არ გადაახურდავო“, – ამბობს ირაკლი ერაძე.

 

ასევე ნახეთ: უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას – თემურ ბასილია ლარის გამყარების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს

ავტორი: Prime Time

X