12:31 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

ლარის ზოგიერთი ბანკნოტის მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება – სად შეძლებთ მათ გადაცვლას?

ლარის ზოგიერთი ბანკნოტის მიმოქცევის ვადა 31 დეკემბერს იწურება – სად შეძლებთ მათ გადაცვლას?

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი პროგნოზი
2021-12-07როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი პროგნოზი

 

2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 – 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.

 

„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

ასევე ნახეთ: ქალის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ სამსახურში აიყვანეს

 

ავტორი: Prime Time

X