15:11 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

ლაშა ნაცვლიშვილი: ერთ დროს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ჭკუა ეყო და არ მივიდა კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს

ლაშა ნაცვლიშვილი: ერთ დროს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ჭკუა ეყო და არ მივიდა კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირონიულ სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციის ბოიკოტს ეხმიანება, რომელიც მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას გამოუცხადეს.

 

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ერთ დროს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ იხსნა ქართული დემოკრატია! კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს. აღარ გაგივა ეგ ხრიკები, ბიძინა! აი, ნახე – მომავალი მოწვევის პარლამენტში ვაბშე არ შემოვლენ ნაცები და დაგტოვებენ სრულ იზოლაციაში“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ავტორი: Prime Time

X