22:44 | 2021-08-04 ავტორი: თამარ გონგაძე

“ლაშა სასტუმროს აივნიდან არ გადამხტარა… “ – ტრაგედიამდე სამი დღით ადრე მსახიობმა შეყვარებულთან ხელი მოაწერა

“ლაშა სასტუმროს აივნიდან არ გადამხტარა… “ – ტრაგედიამდე სამი დღით ადრე მსახიობმა შეყვარებულთან ხელი მოაწერა

11 აგვისტოს ერთი წელი სრულდება ბათუმში დატრიალებული საზარელი ტრაგედიიდან. ახლადდაქორწინებული, 25 წლის მსახიობი, ლაშა კუხიანიძე “ორბი თაუერსიდან” გადმოვარდა და გარდაიცვალა…

 

ტრაგედიის დატრიალებამდე სამი დღით ადრე, მსახიობმა, 8 აგვისტოს, ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა.

 

წყვილს, “ორბი თაუერსის” მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11 აგვისტოს კი უბედური შემთხვევა დატრიალდა… გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა მე-20 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ტიტე კომახიძე, რომელთანაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ლაშა, “პრაიმტაიმს” უყვება, რომ გამოძიება არ დასრულებულა და ლაშას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, კუხიანიძის ოჯახსა და ახლობლებს, გამოძიების დასკვნა არ აქვთ.

 

რა ნახეს „ორბი თაუერსის“ კამერის ჩანაწერებში - ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში
2020-08-26რა ნახეს „ორბი თაუერსის“ კამერის ჩანაწერებში - ახალი დეტალები მსახიობის გარდაცვალების საქმეში

 

ტიტე კომახიძე: – ერთი წლის თავზე არაფერია შეცვლილი, საქმე წინ არ მიდის. გამომძიებელიც ისე შეიცვალა, რომ ამის შესახებ, შემთხვევით გავიგეთ. პასუხის მოსაკითხად რომ დავრეკეთ, ამ დროს გავიგეთ, რომ რატომღაც, გამომძიებელი შეიცვალა.

 

ექსპერტიზაზე მასალები გადაგზავნილია, თუმცა არავითარი პასუხები ჩვენთვის ცნობილი არ არის.

 

წლისთავი ჩაივლის და ოჯახი აპირებს გაარკვიოს, რატომ არ მიდის გამოძიება.

 

ლაშა სასტუმროს აივნიდან არ გადამხტარა, ლაშა გადავარდა. ეს იყო უბედური შემთხვევა და ამ ვერსიას ვიდეოჩანაწერებიც ადასტურებს. თუ რის ნიადაგზე მოხდა ეს საშინელება, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 

ყველას გვაინტერესებს ზუსტი პასუხი. ლაშა სიცოცხლით სავსე, ხალასი ბიჭი იყო. ჰქონდა გეგმები, მათ შორის, პროფესიასთან დაკავშირებული არაერთი გეგმა. არ იყო გულჩათხრობილი, იყო მეგობრული, სამეგობროს სული და გული.

 

2020-08-18"მთელი ღამე მგზავრობდა... ოღონდ ეთამაშა" - რა როლს ასრულებდა "ჩცდ"-ში მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობი

 

საიმისო არანაირი მონაცემი არ ჰქონდა, რომ თავი ასე გაეწირა. ის ჩემი ოჯახის წევრი იყო, რაიმე დეპრესიული განწყობა რომ ჰქონოდა, ან პირადი პრობლემა, ეს მე მეცოდინებოდა. პირიქით, იქით ცდილობდა, ყველას გამოყვანას დეპრესიიდან.

 

სულ ვამბობდი, თავისი თავის ფსიქოლოგი თვითონ არის-მეთქი. არავის ჩარევა არ სჭირდებოდა და კონკრეტულად იცოდა, რა უნდოდა. უამრავი დასახული გეგმა ჰქონდა. სხვანაირად გულთბილი ბიჭი იყო. ამდენად, ეს იყო უბედური შემთხვევა, მაგრამ გამოძიებამ ხომ უნდა დადოს პასუხი. არ ვიცი, რატომღაც ეს საქმე მეათასე ხარისხოვნად აქვთ გადადებული.

 

რაც შეეხება მის ცოლს, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. არც თვითონ გვეხმიანება.

 

ლაშა, თავის ქუთაისელ მეგობართან ერთად, რვა წელი ცხოვრობდა ჩემთან. მხიარული და კამპანიის გული იყო, ვიმეორებ. ბოლო პერიოდში თავის პროფესიას ჩაეჭიდა, ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას, თავის წარმოჩენას, დაკავებული იყო სპექტაკლებში. უნდოდა სცენაზე თავისი სათქმელი ეთქვა.

 

იმ პერიოდში, როდესაც ტრაგედია დატრიალდა, ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსში” გადიოდა რეპეტიციებს. 11-ში გარდაიცვალა, 26 აგვისტოს 26 წლის გახდა, პრემიერა სექტემბერში ჲთამაშეს და ზედიზედ სამი სპექტაკლი ლაშას ხსოვნას მიუძღვნეს. სპექტაკლი სრულდება ვიდეოკადრებით, სადაც მთავარი გმირი მიდის აფხაზეთში. ეს კადრები ლაშას გადაღებული ჰქონდა და პრემიერებზე გაუშვეს.

 

ცოტა ხანი იყო თეატრში, მაგრამ ნებისმიერ თანამშრომელს, მორიგე მეხანძრიდან დაწყებული, მსახიობებით დამთავრებული, ის უყვარდა.

 

2020-09-01"არასდროს დამტოვო, რა" - დაღუპული მსახიობის ცოლი ქმართან მიმოწერას პირველად ასაჯაროებს

 

საყვარელ მეგობარს მომღერალი ნიკო ბერიძეც იხსენებს.

 

ნიკო ბერიძე: – 19 წლის იყო ქუთაისიდან რომ ჩამოვიდა ბათუმში და მალევე გახდა ბათუმელების საყვარელი ბიჭი. ჩააბარა თეატრალურში, დაამთავრა და ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. ჰქონდა წარმატებული როლები.

 

დრამატულ თეატრში გავიცანი.

 

ერთადერთი იყო, ვისი დანახვაც ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს (მაშინ, როდესაც ამ დროს არავის ნახვა არ მსურს) აბსოლუტურად მავიწყებდა ყველა ნეგატივს. გამოჩნდებოდა თუ არა, იქვე მთავრდებოდა ჩემი ცუდი ხასიათიც.

 

 

ერთხელ ერთ ბარში შევედი, ცუდ ხასიათზე და გადაღლილი. თურმე იქ იყო ბარმენად, არ ვიცოდი, სიურპრიზად ვნახე. გამიხარდა… სახეზე გაწერია – “ვერ ვარო”, რა გჭირსო, მკითხა. რა ვიცი-მეთქი. მე იცი, როგორი ბარმენი ვარო? კლიენტები რომ გულს უშლიან ისეთი კი არა, აქეთ რომ ტვინს უბურღავს ბარში შემოსულს და თავის პრობლემებზე ელაპარაკებაო… მაშინვე გავხალისდი.

 

ჩემი “ლუბიმჩიკი” მეგობარი იყო… მის არყოფნას ვერ ვეგუები.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X