10:33 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ლაშა ტალახაძემ, ლაშა ბექაურმა და გიორგი ასანიძემ  მარადმწვანე ბუჩქები დარგეს

ლაშა ტალახაძემ, ლაშა ბექაურმა და გიორგი ასანიძემ  მარადმწვანე ბუჩქები დარგეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ა.წ. 1 აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

 

ამ ღონისძიებას შეუერთდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გიორგი ასანიძე. მათ ასევე დარგეს მარადმწვანე ბუჩქი, ბათუმში 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება UNESCO-ს ნებართვით.

 

მხარდამჭერები არიან შპს. ,,საქარათველოს ნერგები,” სს ,,სილქნეტი” და შპს. ,,მწვანე სახლი”.

ავტორი: Prime Time

X