02:27 | 2020-05-26 ავტორი: თამთა თორდია

ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარიშნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო.

 

დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში კრიშიანის კარიშნი.

 

ამავე ვიდეორგოლში ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო მიმართვა, სადაც დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ლატვიას საქართველოს მხარდაჭერისთვის

 

„დიდი მადლობა ლატვიის რესპუბლიკას მეგობრობისა და მხარში დგომისთვის! ლატვიელ და ქართველ ხალხს გვაკავშირებს დიდი სიყვარული და მეგობრობა.

 

ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და კარგად ვიცით მისი ფასი! ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
2020-05-26„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ავტორი: თამთა თორდია

X