19:43 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

ლავასოღლის მხარდამჭერები მსვლელობას სარფამდე გეგმავენ

ლავასოღლის მხარდამჭერები მსვლელობას სარფამდე გეგმავენ

ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია. მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაა, რომლებმაც გონიოს ხიდიდან მაგისტრალზე ფეხით საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ, მოძრაობა ორმხრივად არ შეწყდეს და აქვიის მონაწილეებმა მხოლოდ გზის ერთი მიმართულება დაიჭირონ.

 

პატიმრობის ვადა გაუვიდა, მაგრამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ისევ თურქეთის ციხეში დააბრუნეს
2020-03-02პატიმრობის ვადა გაუვიდა, მაგრამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ისევ თურქეთის ციხეში დააბრუნეს

 

აქვიის მონაწილეები მსვლელობას სარფამდე გეგმავენ.

 

თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

 

ამ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი - საქმის დეტალები
2020-05-20ამ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი - საქმის დეტალები

 

ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრების ვადა ლავასოღლის თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და ის საქართველოში უნდა გადმოეყვანათ. მისივე განმარტებით, ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

ავტორი: Prime Time

X