17:12 | 2021-12-03 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს – მამუკა მდინარაძე

ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა:

თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება - ლიზა იასკო
2021-12-03თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება - ლიზა იასკო

 

„პირდაპირ გეტყვით, ლავროვს არავინ ეკითხება ქართული სახელმწიფო რა კურსს აიღებს. ქართული სახელმწიფოს კურსი არის არა მხოლოდ სიტყვით, როგორც „ნაცები“ დეკლარირებდნენ რაღაცებს, არამედ საქმით განმტკიცებული. თავისი ვიზალიბერალიზაციით, სწრაფვითა და იმ აღიარებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღიარებს – საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან და ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, პარტნიორების სიტყვებია.

 

საქართველომ უზრუნველყო 2017 წელს, მარტო „ქართულმა ოცნებამ“ კი არა, საქართველომ უზრუნველყო, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა, პრინციპის დონეზე იქნა ატანილი, რომ არის ერთადერთი ურყევი კურსი, ეს არის ევროპული კურსი, გაერთიანება და დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება და მისი წევრობა. ეს არის საქართველოს კურსი, რომელიც აისახა კონსტიტუციაში. ახლა ვინ რას ილაპარაკებს, იქ ლავროვი და აქ „ნაცები“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X