
„ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„დიდი იმედი გვაქვს, აღარ იქნება ასეთი შემთხვევები. იუბილეა, პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება, მაგრამ იქნებ არ გავაათოთ. ბევრ ტრადიციას არ გაუძლია და იქნებ ამანაც ვერ გაძლოს. ყოველწლიურად გვაქვს იმედი, რომ ის წელი ჩავარდება, თუმცა შემთხვევები მაინც გვაქვს.
. „მითხრა, თვალი უნდა აგიკრაო“ – რა სურპრიზი მოუწყო შალვა ნათელაშვილმა მეუღლეს
ეს არის სუფთა ქართული ტრადიცია, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ფიქრობენ ამ საკითხზე, ბევრს გაუციებია და ისე წაუსვამს, ბევრს დანამატები გაუკეთებია, ბევრმა გორგოლაჭებიანი საღებავის წასასმელი შეიძინა და იმით წაისვა და ა.შ.”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.























