20:17 | 2020-08-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ლელოს“ დამფუძნებელი არის ჩემი დამახრჩობელი“ – ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში „ლელოს“ ოფისთან (ვიდეო)

„ლელოს“ დამფუძნებელი არის ჩემი დამახრჩობელი“ – ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში „ლელოს“ ოფისთან (ვიდეო)

ქობულეთში ერთ-ერთ ადგილობრივსა და პარტია „ლელოს“ ქობულეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ პაატა ცივაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

 

ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი ამბობს, რომ უნამუსობაა არჩევნებში, არა მხოლოდ ქობულეთში, არამედ ზოგადად, საქართველოში თიბისი ბანკის დამფუძნებლის მონაწილეობა.

 

შეკრებილები „ლელოს“ წარმომადგენლისგან განმარტებებს მოითხოვენ. უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი მამუკა ხაზარაძეს, თიბისი ბანკისა და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელს ქვეყნის დამაქცევარს უწოდებს და მოითხოვს კითხვაზე პასუხს – როგორ აპირებს ლელო, მოსახლეობის ნდობის მოპოვებას.

 

მოვითხოვთ დაკითხონ მამუკა ხაზარაძე! - ბიზნესმენს ლისის ტბის საქმეს უხსენებენ
2020-07-16მოვითხოვთ დაკითხონ მამუკა ხაზარაძე! - ბიზნესმენს ლისის ტბის საქმეს უხსენებენ

„მე პირადად ვარ თიბისი ბანკისგან დაზარალებული. თქვენი დამფუძნებელი მახრჩობს. მე და ყველა ის ადამიანი, რომლებიც დაზარალებულები ვართ თიბისი ბანკისგან, შევიკრიბებით ერთად და გაგვცეს პასუხი თქვენმა უფროსმა.

 

რა ნამუსით უნდა იყაროს კენჭი ქობულეთში კი არა, საქართველოში თიბისი ბანკის დამფუძნებელმა?! 140 ათასი მქონდა ვალი და ამიყვანეს 215 ათასზე. მაინტერესებს მამუკა ხაზარაძე შეხვედრებზე რას გეუბნებათ?! გაფიცებ ყველაფერს თუ არ წამიყვანო თქვენს შეხვედრაზე. მაინტერესებს რას გვეტყვის, რითი გინდათ ქობულეთელების ნდობა მოიპოვოთ?!

 

პირადად თქვენგან მაინტერესებს, რატომ უნდა მოგცეთ ხმა. რას გვპირდებით?!

 

რომ არ მახრჩობდეს ბანკის ვალი, არ გამოვიდოდი ქუჩაში ასე სამარცხვინოდ. გამოსავალი არ მაქვს და გამოვედი. თქვენი პარტიის დამფუძნებელი არის ჩემი დამახრჩობელი, ჩემი შვილების ლუკმის გამომცლელი.“ – ამბობს ია მოწყობილი.

 

ქალბატონმა „ლელო საქართველოს“ ქობულეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატისგან პაატა ცივაძისგან მიიღო დაპირება, რომ მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრაზე მას აუცილებლად წაიყვანს.

 

როგორ „მიიტაცეს“ ბანკი „კონსტანტა“  - მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში თამარ ლებანიძის ჩანაწერი მოასმენინეს
2020-07-16როგორ „მიიტაცეს“ ბანკი „კონსტანტა“ - მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში თამარ ლებანიძის ჩანაწერი მოასმენინეს
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X